2026 წლის 23 იანვარს, 11:00 საათზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ქალაქი ყვარელი, კუდიგორის ქუჩა #1; მერიის ადმინისტრაციული შენობა), გაიმართება ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განხორციელდა 2024-2025 წლებში შპს „მ3“-ის მიერ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დაკვეთით.
განსახილველად წარმოდგენილია შემდეგი დოკუმენტაცია:
– ყვარლის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტი;
– ჯამური ცხრილები;
– ტაქსაციური აღწერები;
– კარტოგრაფიული მასალები და მონაცემთა ბაზა.
ინფორმაცია ტყის მართვის გეგმის პროექტის შესახებ განთავსებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ვებ-გვერდზე, ბმული: