ყვარელში ტრადიციული სახალხო დღესასწაულის — „ილიაობის“ აღსანიშნად მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება 8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189-ე წლისთავზე გაიმართება.
„ილიაობა“ ყვარლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღესასწაულია, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მის ეროვნულ და საზოგადოებრივ ღვაწლს ეძღვნება.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და საზეიმო ღონისძიება.