პლატონ კალმახელიძე ენისელის, სანავარდოსა და ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ ილია მზექალაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძესთან ერთად, სოფლების – ენისელის, სანავარდოსა და ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, სოფლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა სოფლებში არსებულ საჭიროებებზე, კერძოდ, სოფელ ენისელში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სოფელ სანავარდოში ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ სანიაღვრე სისტემის მოწყობასა და სოფლის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციაზე, ხოლო სოფელ ახალსოფელში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციასა და სანიაღვრე სისტემის მოწყობაზე.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი თუშიშვილი და მამუკა ბურდიაშვილი ესწრებოდნენ.