ნაფარეულში 6 ნოემბერს მოსახლეობას უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება

“6 ნოემბერს სოფელ ნაფარეულში მასშტაბური სკრინინგაქცია ჩატარდება!
ადგილმდებარეობა: თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია.
დრო: 10:00–18:00 საათი.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ უფასო სამედიცინო გამოკვლევებითა და სკრინინგული სერვისებით.
ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩატარდება 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის. მომსახურება მოიცავს მამოლოგის კონსულტაციას, მამოგრაფიულ გამოკვლევას პირდაპირ და ირიბ პროექციებში, შედეგების ორი დამოუკიდებელი რადიოლოგის მიერ შეფასებას და პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში-ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას.
დაგეგმილია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 30-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისთვის.
აქცია ასევე მოიცავს: ინფექციების სკრინინგს – B ჰეპატიტზე (HBV), C ჰეპატიტზე (HCV) და აივ ინფექცია/შიდსზე (HIV/AIDS);
არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგს – არტერიული წნევის კონტროლი;
დენსიტომეტრიას – ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა.
ყველა გამოკვლევა ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. ის ხელს უწყობს დაავადებების ადრეულ გამოვლენას, რაც დროული მკურნალობისა და უკეთესი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ზრდის.
მიღება განხორციელდება ცოცხალი რიგის პრინციპით.
მობრძანდით, ისარგებლეთ უფასო სამედიცინო სერვისებით და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!
ჯანმრთელობა ჩვენი მთავარი სიმდიდრეა!
გისურვებთ ჯანმრთელობას!” – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.