პლატონ კალმახელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსისტთა კონფერენციას დაესწრო

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის რიგით XVII ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიის ინფორმაციით, კონფერენციაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების საკითხები.
ასოციაციის, სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა თემატური პრეზენტაციები წარადგინეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტების, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე – ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და სამხრეთ აფრიკის ასოციაციების პრეზიდენტებმა და დეპარტამენტების წევრებმა.