გიორგი ალადაშვილმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გახსნლი გამოფენა დაათვალიერა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი პარლამენტის წევრ, გელა სამხარაულთან და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტუმრები ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მიიღო და გამოფენა „თუშეთი – წარმართობისა და ქრისტიანობის გზაგასაყარზე“ დაათვალიერებინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „თუშეთი – წარმართობისა და ქრისტიანობის გზაგასაყარზე,“ რომელიც თუშეთის მრავალფენოვან კულტურულ იდენტობას ეძღვნება და აერთიანებს თუშეთში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილ არქეოლოგიურ, უნიკალურ მასალას – საკულტო ნივთებს, სამკაულს, XIX–XX საუკუნეების იშვიათ ფოტომასალასა და სხვა ისტორიულ არტეფაქტებს. ექსპოზიცია მოგვითხრობს სივრცეზე, სადაც საუკუნეების განმავლობაში თანაარსებობდა წარმართული ტრადიციები და ქრისტიანული სარწმუნოება. გამოფენა წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში და 2026 წლის 31 მაისამდე გაგრძელდება.