ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

2026 წლის 23 იანვარს, 11:00 საათზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ქალაქი ყვარელი, კუდიგორის ქუჩა #1; მერიის ადმინისტრაციული შენობა), გაიმართება ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განხორციელდა 2024-2025 წლებში შპს „მ3“-ის მიერ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დაკვეთით.

განსახილველად წარმოდგენილია შემდეგი დოკუმენტაცია:

– ყვარლის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტი;

– ჯამური ცხრილები;

– ტაქსაციური აღწერები;

– კარტოგრაფიული მასალები და მონაცემთა ბაზა.

ინფორმაცია ტყის მართვის გეგმის პროექტის შესახებ განთავსებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ვებ-გვერდზე, ბმული: