ყვარლის მერი ილია მზექალაშვილი, შიდა საუბნო გზის მოასფალტების პროცესს პირადად გაეცნო.

დღეს, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ წიწკანაანთსერში, შიდა საუბნო გზის მოასფალტების პროცესს, ადგილზე გაეცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, ილია მზექალაშვილი.
“სოფელ წიწკანაათსერში, პირველ უბანზე დაგეგმილია გზის 1185 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 557 829 ლარს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და დასრულდება 2026 წელს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს,” – განაცხადა ილია მზექალაშვილმა.