ქალაქ ყვარელში, საქართველოს სპორტის სამინისტროს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ჩატარდა ვეტერანი მოჭიდავის, ქართული ჭიდაობის დამსახურებული მწვრთნელის – თამაზ კონჭოშვილის სახელობის ტურნირი.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ 70 კგ, 80 კგ და აბსოლუტურ (+80 კგ) წონით კატეგორიებში.
გამარჯვებულ სპორტსმენებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურნირს დაესწრნენ და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
წონითი კატეგორიების მიხედვით გამარჯვება მოიპოვეს:
70 კილოგრამი:
I ადგილი – გიორგი ცისკარიშვილი (ყვარელი);
II ადგილი – საბა არავიაშვილი (ქარელი);
III ადგილი – დავით ქარელი (გორი).
80 კილოგრამი:
I ადგილი – დიმიტრი გოჩილაიძე (ყვარელი);
II ადგილი – ერეკლე ოძელაშვილი (წყნეთი);
III ადგილი – ნიკა მორდებაძე (ახმეტა).
აბსოლუტური:
I ადგილი – გიორგი ბადუაშვილი (ქარელი);
II ადგილი – ნიკა სიდამონიძე (ქარელი);
III ადგილი – სოსო ებილაშვილი (მარტყოფი).
ტურნირს ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.