ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში მისასვლელ გზებზე, გარე განათების აღდგენა დასრულდა.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში, მონასტრებსა და მათთან მისასვლელ გზებზე, დასრულდა გარე განათების დაზიანებული სანათებისა და ელექტროგანათების ქსელის აღდგენითი სამუშაოები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის ააიპ კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად სრულად აღდგა გარე განათება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე კომპლექსის სტუმრებისა და მომლოცველებისთვის.