ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, აქტიურად მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, მერის პირველი მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კახა ასისტიშვილი.
“დღეს, ახალსოფელში გავეცანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. პროექტის თანახმად, გზის 1313 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები. მიმდიმარე სამუშაოები ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან და მისი ღირებულება შეადგენს 866 268 ლარს,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.