ყვარელში, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები განიხილეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ, ილია მზექალაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ჩხეიძესთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
“ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ჩხეიძესთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდი. შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დამსწრე აუდიტორიას ღვინის ხარისხის სრულყოფის მიზნით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა, ყურძნის ხარისხზე, ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასებზე, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე.