პლატონ კალმახელიძე რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს შეხვდა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის არსებულ ვითარებასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე. აღინიშნა, რომ ცენტრალური და ადგილობრივი უწყებების დაფინანსებით საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა – რეაბილიტაციის სხვადასხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.
შეხვედრაზე, ასევე განიხილეს 2026 წელს კახეთის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიის საორგანიზაციო საკითხები.
რეგიონის ხელმძღვანელმა პირმა რესურსცენტრების ხელმძღვანელებს აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა დაუდასტურა.