“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ ფორმირებას!
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მუნიციპალიტეტის განვითარებაში მათი აქტიური მონაწილეობა და პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
თუ ხარ აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრდა (14–29 წელი), ყვარლის მუნიციპალიტეტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი და გსურს:
• შენი წვლილი შეიტანო შენი ქალაქისა და თემის განვითარებაში
• განსაზღვრო არსებული პრობლემები და გამოწვევები
• იმსჯელო მათი გადაჭრის გზებზე
• წარმოადგინო ახალი იდეები და საინტერესო ინიციატივები
• გქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
იაქტიურე, გადადი ბმულზე და 27 მარტის ჩათვლით შეავსე განაცხადი: