პლატონ კალმახელიძე და ილია მზექალაშვილი, ადიდებული “დურუჯის” შედეგებს გაეცნენ.

ყვარელში, ადიდებული მდინარე “დურუჯის” შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე “დურუჯმა,” ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე მოწყობილი ქვიშაყრილი მონაკვეთებად დააზიანა და მიწაყრილი გაარღვია, დაიტბორა მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ამ ეტაპზე, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურის მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.