თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ დედა ენის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

თელავში, დედა ენის მემორიალი ყვავილებით შეამკეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, გურამ რჩეულიშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში, გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი და გამარჯვებულთა დაჯილდოვება. კონკურსში მონაწილეობდა თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების IV–XII კლასის 50-ზე მეტი მოსწავლე. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა 9 საუკეთესო კონკურსანტი.
კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს სიგელებით, სამახსოვრო საჩუქრებითა და ვაუჩერებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ – მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ცაძიკიძე.
შეგახსენებთ, რომ კალიგრაფიის კონკურსი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს უკვე მესამედ გაიმართა.