კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გეწაძე და გურჯაანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ჭერემში იმყოფებოდნენ, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ გზაზე შექმნილ ვითარებას გაეცნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მოსახლეობას სურსათი და პირველადი საჭიროების მედიკამენტები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მანქანებით გაეგზავნა.
შესაბამისი სამსახურების მიერ უახლოეს დღეებში მოხდება ჭერემთან დამაკავშირებელ გზაზე არსებული ვითარების შესწავლა და გატარდება საჭირო ღონისძიებები.