პლატონ კალმახელიძე “გარეჯისა” და “თელავის” საფეხბურთო მატჩს დაესწრო.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საგარეჯოს მუნიცპალიტეტის მერ, ვახტანგ კაკუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან ერთად საგარეჯოს ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე, ეროვნული ლიგა 2-ის კალენდარული მატჩის მე-11 ტურს დაესწრო, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საგარეჯოს ,,გარეჯი“ და თელავის „თელავი.“
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახური დერბი დასრულდა ანგარიშით 2:0  „გარეჯის“ სასარგებლოდ.
თამაშს დაესწრნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – არსენა ტუხაშვილი, გელა ოკინაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქომაგები.