ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა სამხედრო გაწვევის საკითხები განიხილეს.

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ოთარ ბუჯიაშვილი და დავით ქანდაურიშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების პროცესში მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობისა და სააგენტოს კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.
სააგენტოს წარმომადგენლებმა მერის მოადგილეებს მადლობა გადაუხადეს წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, გამოთქვეს მზაობა მომავალი თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.