პლატონ კალმახელიძე გიორგობის სახალხო დღესასწაულს სოფელ გიორგიწმინდაში დაესწრო.

სოფელ გიორგიწმინდაში, გიორგობის სახალხო დღესასწაულს საგარეჯოს მუნიცპალიტეტის მერ, ვახტანგ კაკუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან ერთად დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში შეჯიბრი გაიმართა ჭიდაობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ პლატონ კალმახელიძემ და ვახტანგ კაკუტაშვილმა დააჯილდოვეს სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები, სხვადასხვა პროფესიის 4 საპატიო მოქალაქე.
გიორგობის დღესასწაულს დაესწრნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები არსენა ტუხაშვილი, გელა ოკინაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა.