კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, 2026 წლის საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გამართა სამუშაო შეხვედრა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პლატონ კალმახელიძემ რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად განიხილა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები. აღინიშნა, რომ ფესტივალზე სპორტის 17 სახეობაში კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან თითოეული გუნდი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება. შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს მზაობა საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობისა და ახალგაზრდულ ფესტივალზე კახეთის სახელით მოასპარეზე გუნდების მაქსიმალური ხელშეწყობისათვის.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი.