პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტიქიური მოვლენების შედეგად შექმნილი ვითარების პრევენციის მიზნით, მიმდინარე ღონისძიებებზე. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში და ქალაქ თელავში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად განსახორციელებელი პროექტები, აგრეთვე საუბარი შეეხო თუშეთში ტურისტული სეზონის მიმდინარეობასთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ხორბლის მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს.
მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი.