2 აგვისტოს, დედოფლისწყაროში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება.

2 აგვისტოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მიიღოს მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები.
პროექტს ახორციელებს თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით.
📍 ადგილი: დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი,
დაწყება: 11:00 საათიდან სამედიცინო სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეებს მოემსახურებიან თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფოს,“ ასევე საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვის ქვეშ მყოფი სახელმწიფო კლინიკების — „ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს,“ „ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმ-სპეციალისტები.
მოსახლეობას კონსულტაციებს გაუწევენ:
🔹 გოჩა ვაშაყმაძე — კარდიოლოგი;
🔹 ირინა გვაზავა — კარდიოლოგი;
🔹გივი პისარევი — ქირურგი;
🔹 ლერი პეტაშვილი — ქირურგი;
🔹 პროფესორი მაკა ბულეიშვილი — თერაპევტი, პულმონოლოგი, გასტროენტეროლოგი;
🔹 ნინო აქიაშვილი — ნევროლოგი;
🔹 რუსუდან გაჩეჩილაძე — ბავშვთა ნევროპათოლოგი;
🔹 ანა ანთია — ულტრასონოგრაფიის სპეციალისტი;
🔹 ნინო აივაზაშვილი — ულტრასონოგრაფიის სპეციალისტი;
🔹 დავით ზურაბაშვილი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფსიქიატრი;
🔹 რუსიკო კობახიძე — ბავშვთა ინფექციონისტი-პედიატრი;
🔹 მაკა მაისურაძე — ექიმი ინფექციონისტი-პედიატრი;
🔹 ინეზა ნებიერიძე — პედიატრი, ფთიზიატრი,პულმონოლოგი;
🔹 ლია ტრაპაიძე — თერაპევტი, ფთიზიატრი,პულმონოლოგი;
🔹 ეკა თოფურიძე — ოტო-რინო-ლარინგოლოგი;
🔹 ლეილა გელაშვილი — ოტო-რინო-ლარინგოლოგი;
🔹 სალომე მარდალეიშვილი-ექიმი-ოფთალმოლოგი.
საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ჩაუტარდებათ შესაბამისი დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები.
პროექტის მიზანია დაავადებების ადრეული გამოვლენა, ქრონიკული დაავადებების პრევენცია და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.