თელავის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის სოფლების – თეთრწყლების, კობაძის, სეროდანის, პანტიანისა და ნადიკვრის მოსახლეობას შეხვდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში მოქალაქეებმა ისაუბრეს მათ დასახლებებში არსებულ საჭიროებებზე, გამოთქვეს მოსაზრებები და წარმოადგინეს საპროექტო წინადადებები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ჯამში 29 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის 478 000 ლარია გამოყოფილი. ამასთან, მუნიციპალიტეტი პროგრამაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-იანი დაფინანსებით მონაწილეობს, რის შედეგადაც პროგრამის საერთო ბიუჯეტი 956 000 ლარს შეადგენს.