თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ნაფარეულისა და ლაფანყურის მოსახლეობას შეხვდნენ.

თელავის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ნაფარეულისა და ლაფანყურის მოსახლეობას შეხვდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეებმა დაასახელეს დასახლებებში არსებული ძირითადი საჭიროებები და წარმოადგინეს პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები ჯამში 29 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის 478 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო მუნიციპალიტეტი პროგრამაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-იანი თანადაფინანსებით მონაწილეობს. შედეგად, პროგრამის საერთო ბიუჯეტი 956 000 ლარს შეადგენს.