კახეთში, ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

კახეთში, ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი პლატონ კალმახელიძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტების და ზოგადად რეგიონის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა, როგორც რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაგეგმილ პროექტებზე.
სააგენტოს ხელმძღვანელმა, დეტალურად ისაუბრა ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროგრამების შესახებ. აღინიშნა, რომ ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისთვის ხელსაყრელი და სრულფასოვანი გარემოს შესაქმნელად ცენტრალური და მუნიციპალური უწყებების მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
დაიგეგმა საერთო ღონისძიებები, რომელიც მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას მისცემს.