ილია მზექალაშვილი სოფლებში, პირადად გაეცნო პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძესთან ერთად, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ჩანტლისყურის, ზინობიანის, წიწკანაანთსერისა და კუჭატნის მოსახლეობას შეხვდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებად დაასახელა:
ჩანტლისყურე – მინი სპორტული მოედნის მოწყობა და შიდა საუბნო გზის მოხრეშვა;
ზინობიანი – შიდა გზების მოხრეშვა, სასაფლაოს შემოღობვა;
წიწკანაანთსერი – მინი სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობა;
კუჭატანი – გარე განათების ქსელისა და სანიაღვრე არხების მოწყობა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.