ილია მზექალაშვილი თხილისწყაროს, შოროხის, საცხენესა და თივის მოსახლეობას შეხვდა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძესთან ერთად, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში თხილისწყაროს, შოროხის, საცხენესა და თივის მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებად დაასახელა:
თხილისწყარო – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და შიდა საუბნო გზის მოხრეშვა;
შოროხი – სანიაღვრე არხებისა და გარე განათების ქსელის მოწყობა;
საცხენე – სანიაღვრე არხისა და სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა;
თივი – სარწყავი არხის რეაბილიტაცია და მთისუბნისკენ გადასასვლელი ბოგირის მოწყობა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.