ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ილია მზექალაშვილი, ყვარლის მოსახლეობას პირადად შეხვდა კარდაკარის პრინციპით და ადგილობრივებისგან მოისმინა არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქტიურად ვაგრძელებთ საქართველოს პარლამენტის წევრთან, დავით მათიკაშვილთან ერთად კარდაკარის პრინციპით, ქალაქ ყვარლის მოსახლეობასთან შეხვედრებს,” – განაცხადა ილია მზექალაშვილმა.