გიორგი ალადაშვილი ქალაქ წნორის მოსახლეობას მალხაზ ბეგიაშვილთან ერთად შეხვდა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, მალხაზ ბეგიაშვილთან, პარლამენტის წევრთან, გიორგი ბენაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილთან ერთად, შეხვდა ქალაქ წნორის მოსახლეობას. გიორგი ალადაშვილმა წარმატებები უსურვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, მალხაზ ბეგიაშვილს და აღნიშნა, რომ იგი არის როგორც თავისი საქმის მცოდნე, ასევე პატრიოტი ადამიანი.
“მალხაზ ბეგიაშვილი თავისი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით გამორჩეული ადამიანია. მისი მერობის პერიოდში სიღნაღის მუნიციპალიტეტში გაუმჯობესდა გზების, საგანმანათლებლო, სპორტული, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა. სიღნაღი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, საოცარი ხედებითა და არქიტექტურით გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია, რომელიც სამართლიანად იკავებს ადგილს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე და ქვეყანაში ჩამოსული ვიზიტორებისთვის აუცილებლად სანახავი ქალაქების სიის სათავეშია. სიღნაღმა ბოლო წლების მანძილზე, მალხაზ ბეგიაშვილის დიდი მონდომების წყალობით, კულტურული მიმართულებით კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა და როგორც ფესტივალების ქალაქმა, თავისი ადგილი დაიმკვიდრა. შესაბამისად, სიღნაღს შეემატა შემეცნებითი, კულტურული და საგანმანათლებლო მიზნებით ჩამოსული ვიზიტორთა ნაკადი. წარმატებას ვუსურვებ მალხაზ ბეგიაშვილს, ქიზიყის, კახეთისა და სრულიად საქართველოს პატრიოტ ადამიანს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ!” – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.