ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში შიდა გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი.
“საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძესთან, პირველ მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე კახა ასისტიშვილთან ერთად, სოფელ ახალსოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების მიმდინარეობას გავეცანი. პროექტის თანახმად დაგეგმილია გზის 1313 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, ასფალტის საფარის დაგება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 866 268 ლარს,” – აღნიშნა ილია მზექალაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან.