თელავში, აქტიურ რეჟიმში გრძელდება სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობის ე.წ. “დამბების” გაწმენდითი სამუშაოები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მდინარე თელავისხევზე მდებარე სამივე დამბა და ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, თელავის – ახმეტის – ყვარლის და ლაგოდეხის დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, თელავში მომხდარი სტიქიის შედეგად თელავისხევზე მდებარე სელური ნაკადის მიმღები ნაგებობა მერქნისგან და სხვა ნატანი მასალისგან მნიშვნელოვნად დაზიანდა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დარგობრივი სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, დაიგეგმება სელური ნაკადის მიმღები ნაგებობის მოვლა – შენახვისთვის საჭირო ღონისძიებები.