კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით, კახეთის რეგიონში არსებული ვითარება და განვითარების პოტენციალი. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას, მჭიდრო ურთიერთობებსა და საერთო ინტერესებს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.