თელავის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს.

თელავის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს.
„პირველ ყოვლისა, სასწავლო წლის დაწყება მინდა მივულოცო ყველა სკოლის მოსწავლეს საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით, თელავის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ამ სკოლის რეაბილიტაცია სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და ვულოცავ მათ როგორც სასწავლო წლის დაწყებას, ისე ახალ შენობაში სწავლის განახლებას. მთვარობისა და სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის სასკოლო ინფრასტრუქტურის უმოკლეს ვადაში მოწესრიგება და ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ყველა სკოლის მოსწავლეს ჰქონდეს შესაბამის პირობებში სწავლის შესაძლებლობა,” – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლაში მოწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, ეზო და უსაფრთხოების სისტემები. შენობაში ასევე განთავსებულია ბიბლიოთეკა და ლაბორატორია, სადაც მოსწავლეები თეორიულთან ერთად, პრაქტიკული ცოდნის მიღებას შეძლებენ.