ვახტანგ კაკუტაშვილი სოფელ ხაშმსა და პატარძეულში ადგილობრივებს შეხვდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვახტანგ კაკუტაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა სოფელ ხაშმსა და პატარძეულში.
“სოფელ ხაშმსა და პატარძეულში აჭარიდან ეკომიგრანტებს შევხვდი და პირადად მოვუსმინე აქ მცხოვრებ მოქალაქეებს. ძირითად გამოწვევას შიდა გზების მოწესრიგება წარმოადგენს, რასაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად მოაგვარებს. ახალგაზრდებისთვის კი სკვერები და მინი სტადიონებია მოსაწყობი. ამ ადამიანებს რთული წარსული აქვთ გამოვლილი და ნამდვილად იმსახურებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ვიქნები მათ გვერდით, რათა მინიმალურ დროში, ერთობლივად აღმოვფხვრათ ყველა სირთულე,” – განაცხადა ვახტანგ კაკუტაშვილმა.