“ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ქალაქის ღირსეული მომავლის შექმნას,” – ვაჟა მაღრაძე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებისგან მოისმინა მათთვის პრიორიტეტული საკითხების შესახებ ინფორმაცია.
“თელავში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ მოვისმინოთ თელაველთა საჭიროებები და ერთობლივად ვისაუბროთ ქალაქის განვითარებაზე. მადლობა გულთბილი დახვედრისთვის თითოეულ თქვენგანს. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ თელავის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას და ქალაქის ღირსეული მომავლის შექმნას,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.