“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში ვაჟა მაღრაძე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ქალაქში არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
“დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ თელავში მოსახლეობასთან შეხვედრა ჩავატარეთ.
ადგილობრივებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს უშუალოდ მოვისმინოთ თელაველთა მოსაზრებები, შევაფასოთ უკვე განხორციელებული პროექტები და ერთად განვსაზღვროთ ის საჭიროებები, რომლებიც კვლავ დგას ქალაქის წინაშე.
მოსახლეობასთან საუბარში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურის, გზებისა და წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, ასევე, საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ თელავის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ქალაქის ღირსეული განვითარების უზრუნველყოფას,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.