თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი ქადაგიშვილი, “ქართული ოცნების” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად შეხვდა ლაგოდეხის მოსახლეობას.
“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად შევხვდი აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების – აფენის, გვიმრიანის, ბაღდადისა და ზემო ნაშოვარის მოსახლეობას.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე ვისაუბრეთ, როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ, რაც ბოლო წლების მანძილზე, ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.
ჯონდო მდივნიშვილს მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა აქვს, როგორც გამოცდილ, ლაგოდეხში მცხოვრებ მოსახლეობაზე მზრუნველ და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ორიენტირებულ მერს.
ვუსურვებ წარმატებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, ჯონდო მდივნიშვილს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში!” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.