საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ კაკუტაშვილი, ეროვნული ლიგის მატჩს დაესწრო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ კაკუტაშვილი, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მატჩს დაესწრო, სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები „გარეჯი“ და „თელავი“ დაუპირისპირდნენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კახური დერბი ფრედ, 3:3 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩს ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, არსენ ტუხაშვილი და ადგილობრივი ქომაგები.