გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” სასკოლო საშემოდგომო სერია გაიმართა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, XXVI სასკოლო სერიის გამარჯვებული და მთავარი პრიზის, “ბროლის ბუს” მფლობელი ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. სერიის საუკეთესო მოაზროვნედ კი ამავე გუნდის წევრი მარიამ ქვლივიძე დასახელდა.
თამაშის ფინალში ქალაქ გურჯაანის: N1, N4, N2 , სოფლების: კაჭრეთის, არაშენდის, და მელაანის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების წევრებს სპეციალური პრიზები, საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.