საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ კაკუტაშვილი, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მატჩს დაესწრო, სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები „გარეჯი“ და „თელავი“ დაუპირისპირდნენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კახური დერბი ფრედ, 3:3 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩს ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, არსენ ტუხაშვილი და ადგილობრივი ქომაგები.