თელავში, ბატონის ციხის კომპლექსს, მიხეილ ყაველაშვილი და გიორგი ალადაშვილი ესტუმრნენ.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი თელავში, ბატონის ციხის კომპლექსს ესტუმრნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შვილებთან ერთად დაათვალიერა მეფე ერეკლე II – ის სასახლე და თელავის ისტორიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია საექსპოზიციო სივრცეები, არქეოლოგია-ეთნოგრაფიისა და სახვითი ხელოვნების ორი დარბაზი.
ბატონის ციხის კომპლექსში პარლამენტის წევრები გელა სამხარაული, ლევან მახაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე იმყოფებოდნენ.