საგარეჯოში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა გაიმართა.

საგარეჯოში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2025 წლის 15 ოქტომბრის #221/2025 განკარგულებით მოწვეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა 2025 წლის 30 ოქტომბერს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით:
1)საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა – ალექსი გილაშვილი;
2)საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – ლევან როსტიაშვილი;
3)საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად – ალექსი იოსელიანი, გიორგი ხოსიტაშვილი;
4)იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ვანო ანუაშვილი;
5)საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – ელენე სამხთუაშვილი;
6)ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – გიორგი კოხტაშვილი;
7)სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ვალერიან ხუნაშვილი;
8)სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ – არჩილ ნემსიაშვილი;
9)ფრაქცია”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” თავმჯდომარედ-გიორგი თათრიშვილი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებად – გივი ბედიაშვილი, ნიკა ნაცვლიშვილი, ირაკლი რუაძე,იქრამ ბაირამოვი,დავით არაბული, ცინარი კონიაშვილი, ზურაბ შინდელაშვილი;
10) ფრაქცია “ხალხის ძალა” თავმჯდომარედ – გია ადუაშვილი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ – ვეფხია უსტიაშვილი.