საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი თელავში, ბატონის ციხის კომპლექსს ესტუმრნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შვილებთან ერთად დაათვალიერა მეფე ერეკლე II – ის სასახლე და თელავის ისტორიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია საექსპოზიციო სივრცეები, არქეოლოგია-ეთნოგრაფიისა და სახვითი ხელოვნების ორი დარბაზი.
ბატონის ციხის კომპლექსში პარლამენტის წევრები გელა სამხარაული, ლევან მახაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე იმყოფებოდნენ.