თელავის მუნიციპალური სერვისცენტრი გარე განათების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

თელავის მუნიციპალური სერვისცენტრი გარე განათების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები მოიცავს, როგორც არსებული განათების სისტემის განახლებასა და აღდგენას, ასევე ახალი განათების წერტილების დამატებას.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ხორციელდება ქალაქ თელავის ცენტრში, მეფე ერეკლეს გალავნისა და ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიის უკეთ განათებას და შექმნის კომფორტულ გარემოს მოქალაქეებისა და ვიზიტორებისათვის.