კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ყვარლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხები, არსებული გამოწვევები და 2026 წელს დაგეგმილი პროექტები.
ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომლის შექმნაზე უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ხაზი გაესვა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შორის კოორდინირებული მუშაობის საჭიროებას. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ასევე გამოიკვეთა რიგი საკითხები, რაც ცენტრალურ და საკანონმდებლო დონეზე საჭიროებს მხარდაჭერას.
შეხვედრას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე, თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის დელეგატის ირაკლი ქადაგიშვილის ბიუროს ხელმძღვანელი ზაზა ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.