ლევან მეხუზლა თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ღვინის ხარისხის სრულყოფის მიზნით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე.
ყურადღება გამახვილდა ყურძნის ხარისხზე და ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასებზე, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რაც გულისხმობს ვენახების გაშენებაზე წინასწარ შეთანხმებას.
აღსანიშმავია, რომ ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.