გიორგი ალადაშვილმა თელავში, ახლად არჩეული მერი, ვაჟა მაღრაძე წარადგინა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი, ვაჟა მაღრაძე მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს წარუდგინა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო წლების მანძილზე, თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებსა და შესრულებულ სამუშაოს.
გიორგი ალადაშვილმა ვაჟა მაღრაძეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.