დედოფლისწყაროს მერი დღეიდან ახალი ვადით მინიჭებულ უფლებამოსილებას განახორციელებს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, დღეიდან ახალი ვადით მინიჭებულ მერის უფლებამოსილებას განახორციელებს.
“ჩემო ძვირფასო დედოფლისწყაროელებო, დღეიდან შევუდექი ახალი ვადით მერის უფლებამოსილების განხორციელებას. გუნდთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებ თქვენი ნდობის გამართლებისთვის და ჩვენი დედოფლისწყაროს აღმშენებლობისთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის,” – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი.