კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი, ილია მზექალაშვილი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს წარუდგინა და მერის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბოლო წლების მანძილზე ყვარლის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებსა და შესრულებულ სამუშაოზე.
გიორგი ალადაშვილმა მადლობა გადაუხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს გივი ზაუტაშვილს, ბოლო 4 წლის მანძილზე ყვარლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემდგომი წარმატებები უსურვა.